საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2016-2017 წლებისთვის
იხ.სამოქმედო გეგმა სრულადმაჩვენე მიზანი სრულად
მაჩვენე ამოცანების მიხედვით
| ამოცანა | საქმიანობა/ღონისძიება | პასუხისმგებელი უწყება | ვადა | ინდიკატორი | ბიუჯეტი | |
|---|---|---|---|---|---|---|
| 18.4.1. გამყოფი ხაზების სიახლოვეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა | 18.4.1.1. სტუდენტებისათვის მაქსიმალური შეღავათების დაწესება; სწავლის საფასურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროულ და ეფექტურ საშუალებაზე გადასვლა | გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია | 2016-2017 | ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა; სწავლების საფასურის ანაზღაურება ხორციელდება დროულად და შეუფერხებლად (დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა) | ||
| 18.4.1.2. გამყოფი ხაზების სიახლოვეს სასწავლო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება; | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2016-2017 | გარემონტებული აღჭურვილი და მოქმედი სასწავლო დაწესებულებების რაოდენობა | |||
| 18.4.1.3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის უზრუნველყოფა ყოველკვარტალური ფინანსური დახმარებით. | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2016 წლის იანვარი - 2017 წლის დეკემბერი | ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პედაგოგები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი | |||
| 18.4.1.4. ოკუპირებული ტერიტორიებიდან სტუდენტებისათვის საქართველოს სასწავლებლებში განათლების მისაღებად მაქსიმალური შეღავათების დაწესება | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2016-2017 | ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა; დაფინანსების გარდა სხვა შეღავათები დაწესებულია | |||
| 18.4.1.5. კონფლიქტის ზონებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები (გალის რაიონი; ახალგორის მუნიციპალიტეტი) მოსწავლეების უზრუნველყოფა სასკოლო სახელმძღვანელოებით | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2016 წლის იანვარი - 2017 წლის დეკემბერი | სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილი ახალგორის მუნიციპალიტეტის მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და გალის რაიონის ე.წ. ქვედა ზონის 11 სკოლის (მათ შორის, 2 სკოლა საჯარო) მოსწავლეები | |||
| 18.4.1.6. „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში“ ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან (30 მოსწავლე) და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირების (10 მოსწავლე) მონაწილეობა. | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2016 წლის იანვარი - 2017 წლის დეკემბერი | ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში“ მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა | |||
| 18.4.1.7. გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსწავლეების სკოლის ავტობუსების მომსახურებით უზრუნველყოფა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2016 წლის იანვარი - 2017 წლის დეკემბერი | სკოლის ავტობუსების მომსახურებით მოსარგებლე გამყოფი ხაზების სიახლოვეს მოსწავლეთა რაოდენობა | |||
| 18.4.1.8. გალის რაიონის სკოლების გადამზადებული პედაგოგების მიერ აბიტურიენტების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი | 2016 წლის იანვარი - 2017 წლის დეკემბერი | გადამზადებული მოსწავლეების/მასწავლებლების რაოდენობა. |
კიდევ 0 ამოცანა
x